რატომ აკრედიტაცია?
ტექნიკური კომპეტენტურობის აღიარება
ლაბორატორიების აკრედიტაცია არის განსაზღვრული სახის ტესტირებების, გაზომვების და დაკალიბრების საქმეში მათი ტექნიკური კომპეტენტურობის განსაზღვრის საშუალება. აკრედიტაცია აგრეთვე უზრუნველყოფს ასეთი ლაბორატორიების ოფიციალურ აღიარებას, რაც კლიენტებს უადვილებს ამა თუ იმ დარგში მათი მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი, საიმედო მომსახურების პოვნასა და შერჩევას.
მუდმივი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, აკრედიტებული ლაბორატორიები ექვემდებარება რეგულარულ ხელახალ შეფასებას, მათი სათანადო ტექნიკური დონის დამტკიცების მიზნით. ლაბორატორიებს შეიძლება მოეთხოვოთ კვალიფიკაციის შემოწმების რეგულარულ პროგრამებში მონაწილეობა თავისი კომპეტენტურობის უწყვეტი დემონსტრაციისათვის.
აკრედიტებული ლაბორატორიები ტესტირებისა და დაკალიბრების შესახებ ჩვეულებრივ აკეთებენ ანგარიშებს, რომლებზეც დატანილია მათი აკრედიტაციის დამადასტურებელი ორგანოს სიმბოლო ან აღიარებული ნიშანი.
კლიენტებისათვის მიზანშეწონილია ლაბორატორიაში წინასწარ გაეცნონ, კონკრეტულად ტესტირებების ან გაზომვების რომელ სახეებზე, დიაპაზონზე და განუსაზღვრელობაზეა იგი აკრედიტებული. ჩვეულებრივ ეს ინფორმაცია მოყვანილია ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროში, რაც დადასტურებულია აკრედიტაციის ორგანოს მიერ. ეს აგრეთვე ეხმარება შემკვეთებს შესაბამისი ლაბორატორიის და საგამოცდო სამსახურის პოვნაში.
აკრედიტაცია დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ გაცნობიერებული გადაწყვეტილება ლაბორატორიის არჩევისას, რამდენადაც სწორედ აკრედიტაცია აკეთებს მისი კომპეტენტურობის, მიუკერძოებლობის და შესაძლებლობის დემონსტრირებას. ის ხელს უწყობს რეალიზებული პროდუქციისა და მომსახურებისადმი ნდობას.
ეფექტურობის ეტალონი
აკრედიტაცია ლაბორატორიებს ეხმარება თვითონ შეაფასონ თავისი მუშაობის სისწორე და ხარისხის დონე, აგრეთვე დაადგინონ თავისი კომპეტენტურობის შენარჩუნების ეტალონი. მრავალი ლაბორატორია მუშაობს საქმიანობის სფეროს მიხედვით ანალოგიური ლაბორატორიებისაგან იზოლირებულად და იშვიათად ღებულობენ თავისი ეფექტურობის საზომად დამოუკიდებელ ტექნიკურ შეფასებას. აკრედიტაციის ორგანოების მიერ რეგულარული ხელახალი შეფასება მდგომარეობს ზუსტი და საიმედო მონაცემების თანმიმდევრული გამომუშავებისთვის ობიექტის ქმედებების ყველა ასპექტის შემოწმებაში. თითოეული შემოწმების შემდეგ განისაზღვრება სრულყოფის ღონისძიებები და დგება დეტალური ანგარიში. თუ აუცილებელია, აკრედიტაციის ორგანო ატარებს ლაბორატორიის მიერ განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების მონიტორინგს.
გარეშე კომერციული ლაბორატორიების მომსახურებასთან ერთად, საწარმოებმა/ორგანიზაციებმა საკუთარი ლაბორატორიების აკრედიტაცია შეიძლება გამოიყენონ იმის გარანტიად, რომ მათ მიერ ნაკეთობების გამოცდა სრულდება სარწმუნოდ.
მარკეტინგის უპირატესობები
ტესტირების, დაკალიბრებისა და გაზომვების ჩამტარებელი ორგანიზაციებისათვის აკრედიტაცია არის მარკეტინგის ეფექტური ინსტრუმენტი, აგრეთვე ესაა წინადადებების წარსადგენი პასპორტი იმ მოიჯარეებისათვის, რომლებიც ეძებენ დამოუკიდებელი ორგანოების მიერ ატესტირებულ ლაბორატორიებს.
ლაბორატორიების აკრედიტაციას, როგორც ტექნიკური კომპეტენტურობის საიმედო ინდიკატორს, მაღალი ღირებულება აქვს ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. მრავალი დარგი მიმწოდებლებისაგან ჩვეულებრივ მოითხოვს ტესტირებებში აკრედიტებულ მომსახურებას.
ლაბორატორიების აკრედიტაციის დროს ტექნიკური კომპეტენტურობის განსაზღვრისათვის იყენებენ სპეციალურად შემუშავებულ კრიტერიუმებსა და პროცედურებს, რომლებიც შემკვეთებს ასეთი ლაბორატორიისაგან ან კონტროლის სამსახურისაგან ზუსტი და საიმედო მონაცემების მიღების გარანტიას აძლევენ.
აკრედიტაციის მრავალი ორგანო აქვეყნებს აგრეთვე მათ მიერ აკრედიტებული ლაბორატორიების სიებს მათი შესაძლებლობებისა და საკონტაქტო პირების შესახებ დეტალური ინფორმაციით. ეს პოტენციური კლიენტებისათვის აკრედიტებული მომსახურების რეკლამის ერთ-ერთი სახეა.
საბოლოოდ, საერთაშორისო შეთანხმებების სისტემის საშუალებით (იხ. ქვემოთ) აკრედიტებული ლაბორატორიები იძენენ აღიარების საერთაშორისო ფორმას, რაც აადვილებს საზღვარგარეთ მათი მონაცემების მიღებას. ეს ამცირებს მწარმოებლებისა და იმპორტიორების ხარჯებს, რომლებმაც თავისი ნაკეთობები თუ მასალები გამოცადეს ასეთ ლაბორატორიებში, რადგანაც მცირდება ან თავიდანაა აცილებული სხვა ქვეყანაში განმეორებითი გამოცდების ჩატარების აუცილებლობა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, აკრედიტაცია ესაა უპირატესობა მარკეტინგში და ლაბორატორიის ტექნიკური კომპეტენტურობის საერთაშორისო აღიარება.
რატომაა ლაბორატორიის ტექნიკური კომპეტენტურობა ასე მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორც მწარმოებლისთვის, მიმწოდებლისთვის, ექპორტიორისთვის თუ კლიენტისთვის?
მინიმუმამდე ამცირებთ რისკს:
მომხმარებლები ყოველთვის ეძებენ იმის დადასტურებას, რომ მათ მიერ წარმოებული ან შესყიდული ნაკეთობები, მასალები ან მომსახურება აკმაყოფილებს მათ მოლოდინს და შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს. ეს ხშირად გულისხმობს ნაკეთობის მახასიათებლების სტანდარტებთან ან სპეციფიკაციებთან შედარებას. ტექნიკურად კომპეტენტური ლაბორატორიის არჩევით მწარმოებელი ან მიმწოდებელი მინიმუმამდე ამცირებს წუნის გამოშვების ან მიწოდების რისკს.
თავიდან იცილებთ ძვირადღირებულ განმეორებით ტესტირებებს:
განმეორებითი ტესტირებები შეიძლება ძვირადღირებული და ხანგრძლივი იყოს, თუნდაც პირველად სწორად იყოს შესრულებული. თუ პირველად ჩატარებული ტესტირებები არასწორადაა შესრულებული და ნაკეთობა არ შეესაბამება სპეციფიკაციებს ან მოთხოვნებს, განმეორებითი ტესტირებების ფასი და დრო შეიძლება გაიზარდოს. თქვენი, როგორც მიმწოდებლის ან მწარმოებლის, რეპუტაცია შეიძლება შეიბღალოს. კომპეტენტური ლაბორატორიის შერჩევა მინიმუმამდე შეამცირებს ტესტირებების განმეორების აუცილებლობას.
ამაღლებთ თქვენი კლიენტების ნდობას:
თქვენი ნაკეთობისადმი ნდობა ამაღლდება, თუ კლიენტები დარწმუნებული არიან, რომ იგი გულდასმით იყო შემოწმებული დამოუკიდებელი კომპეტენტური ტესტირების ორგანიზაციის მიერ. მით უმეტეს, თუ თქვენ შეძლებთ აჩვენოთ მათ, რომ ლაბორატორია შეფასებულია მესამე მხარისაგან. სულ უფრო და უფრო მეტი კლიენტი ეყრდნობა დამოუკიდებელ მონაცემებს და არა უბრალოდ დარწმუნებისთვის გაკეთებულ მიმწოდებლის დაპირებას, რომ ნაკეთობა "ვარგისია მიზნებისათვის".
შეამცირეთ ხარჯები და მიაწოდეთ თქვენი საქონელი საზღვარგარეთ:
საერთაშორისო შეთანხმებების წყალობით (იხ. ქვემოთ) ტექნიკურად კომპეტენტური აკრედიტებული ლაბორატორიები აღწევენ საკუთარი მონაცემების საზღვარგარეთ აღიარებას. ეს იწვევს იმ მწარმოებლებისა და იმპორტიორების ხარჯებს შემცირებას, რომლებმაც თავისი ნაკეთობები თუ მასალები გამოცადეს აკრედიტებულ ლაბორატორიებში, იმპორტიორის მიერ განმეორებითი გამოცდების შემცირების ან თავიდან აცილების ხარჯზე.