24 იანვარი, 2019
აკრედიტაციის ცენტრმა EA-ს (European Accreditation) შეფასება სამედიცინო ლაბორატორიების სსტ ისო 15189 წარმატებით გაიარა!
2019 წლის 21 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით აკრედიტაციის ცენტრში ჩატარდა EA-ს (European Accreditation) შეფასება. რუმინეთიდან ჩამოსულმა შემფასებელმა აკრედიტაციის ცენტრის წამყვან შემფასებლებთან ერთად გაიარა სამედიცინო სფეროში აკრედიტებულ პირთა პირადი საქმეები, ასევე ის დააკვირდა ადგილზე შეფასების პროცესს. შეფასებიდან გამომდინარე დაფიქსირდა 2 შეუსაბამობა, 2 შენიშვნა და გაიცა 2 გაუმჯობესების რეკომენდაცია. EA-ს შემფასებელმა, ჩატარებული შეფასებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აკრედიტაციის ცენტრს EA-ს მიერ აღიარებულ სფეროებს დაემატოს სამედიცინო ლაბორატორიები.
23 იანვარი, 2019
თუ გზაზე გამოვლინდა ისეთი ავტომობილი, რომელსაც გარკვეული აშკარა დაზიანებები შეენიშნება, პატრულის ეკიპაჟს შეუძლია გააჩეროს და გაუმართაობის გამო დააჯარიმოს, მიუხედავად იმისა, ტექნიკური ინსპექტირება დადებითად აქვთ თუ არა გავლილი. ინსპექტირება ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების გავლის შემდეგ დაზიანდეს და ისე გადაადგილდებოდეს გზაზე. მაგალითად, მაშუქი ფარი არ უნთებდეს; საქარე მინა ჰქონდეს გაბზარული, გამონაბოლქვი იყოს შესამჩნევი და ა.შ. აქედან გამომდნარე, საპატრულო ეკიპაჟს შეუძლია ასეთი ავტომობილი დააჯარიმოს და ქულებიც დააკლოს
14 იანვარი, 2019
დღეიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
10 იანვარი, 2019
2019 წლის 15 იანვრიდან ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება შემდეგი სახის სამშენებლო პროდუქციაზე: ცემენტი, არმატურა, ელექტროკაბელები, პლასტმასის მილები. აღნიშნული რეგლამენტი ევროკავშირის განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზეა დაფუძნებული.
14 დეკემბერი, 2018
2018 წლის 14 დეკემბერს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრს", ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ჩინეთის რესპუბლიკის SAMR-ის (State Administration for Market Regulation) წარმომადგენლობა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა აკრედიტაციისა და ჩინეთის ორგანოების საქმიანობა, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საკითხი და სხვა სამომავლო გეგმები. დელეგაცია ასევე ესტუმრა აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შპს "ღვინის ლაბორატორია"-ს საგამოცდო ლაბორატორიას და დააკვირდნენ მათ საქმიანობას.
27 ნოემბერი, 2018
2018 წლის 21-22 ნოემბერს, ქ. ბუქარესტში შედგა EA-ს (ევროპული აკრედიტაციის) გენერალური ასამბლეის 42-ე შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი"-ს წარმომადგენელი, ასევე ევროპის ყველა აკრედიტაციის ორგანოების ხელმძღვანელები და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების წარმომადგენლები. მიერთებულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციები და შემდეგი წლების სამოქმედო გეგმა.
26 ნოემბერი, 2018
აკრედიტაციის ცენტრმა EA-ს (European Accreditation) შეფასება წარმატებით გაიარა!
2017 წელს აღიარებული სფეროების შენარჩუნების მიზნით 2018 წლის 12 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით აკრედიტაციის ცენტრში ჩატარდა EA-ს შეფასება. აღსანიშნავია, რომ შეფასება ჩატარდა სსტ ისო/იეკ 17011:2017/2017 სტანდარტის შესაბამისად. შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც 7 შემფასებლისგან შედგებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ეწვია საქართველოს აკრედიტაციის ცენტრს.
02 ნოემბერი, 2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი"-ს მიერ 2018 წლის 11-12, 25 და 26 ოქტომბერს ჩატარდა ტრეინინგები აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკური შემფასებლებისა და ექსპერტებისთვის.
23 ოქტომბერი, 2018
2018 წლის 15 ნოემბრიდან ამოქმედდება #476 ტექნიკური რეგლამენტი, აღნიშნული რეგლამენტი ადგენს სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს მათიძირითადი თვისებების განსაზღვრისა და ნიშანდების წესების შემუშავების გზით. საქართველოს ბაზარზე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, 2018 წლის ნოემბრიდან ზედამხედველობა დაიწყება 4 პროდუქტზე:
ცემენტი;
არმატურა;
პოლიეთილენის მილები;
ელექტრო-კაბელები.
ზემოაღნიშნულ პროდუქტებზე ზედამხედველობა, პროდუქტის შეფასება, განთავსება და იმპორტი, განხორცილდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
02 ოქტომბერი, 2018
გთხოვთ, გაეცნოთ აკრედიტაციის ცენტრის ახალ წესებს და პროცედურებს, რომელიც მომზადებულია ახალი სსტ ისო/იეკ 17011:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
აღნიშნული პროცედურები ძალაში შედის დღეიდან.